LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წავართვი რუსთავი, წავართმევ ბათუმს, ზუგდიდს… მოგიხდებათ პარაგრაფის ჭაობში ცურვა – საქართველო მთლიანად შეიცვალა ჩემი ჩამოსვლის შემდეგ”: სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს

1219
BeFunky-collage (56)

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც სიტყვით გამოსვლის დროს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა და ასევე, მიმართა ბიძინა ივანიშვილს.

როგორც მან აღნიშნა, მისი ჩამოსვლის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა მთლიანად შეიცვალა.

“4 თვეა ვიმყოფები პატიმრობაში. პესიმისტურად განწყობილმა ხალხმა, იცის, რომ სინამდვილეში ბევრ რამეს მივაღწიეთ. საქართველოში ჩემი ჩამოსვლის შემდეგ მთლიანად შეიცვალა პოლიტიკური პროცესები. ადგილობრივი არჩევნები გახდა მნიშვნელოვანი.

სამი დღის წინ წავართვი მთავარი ქალაქი, ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, სიდიდით მეოთხე – რუსთავი. უახლოეს პერიოდში წავართმევ ბათუმს, ასევე, ზუგდიდს. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიძრა.

გვაქვს სიტუაცია, რომ ბრძოლას აქვს აზრი. რამდენ ხანს ვიქნები ციხეში კიდევ, თქვენზეა დამოკიდებული.

რა მაქვს სათქმელი ივანიშვილისთვის? მინდა მივმართო, ვერ დაიმალები სხვადასხვა მონების უკან, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შენ მართავ პროცესებს. მე გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი, გუშინ გამკრიჭა.

ივანიშვილის ბრძანებით კი 5 კვირაა ჩემთან არ უშვენებნ ჩემს ექიმს. ეს იმ პირობებში, როდესაც მაქვს სერიოზული სისუსტე და პრობლემები, პირველად ცხოვრებაში.

ივანიშვილო, შენ კარგად იცი, რომ ჩემი მდგომარეობა ყოველდღე უარესდება, მქონდა გონების დაკარგვა. ეს ხდება შენი მითითებით და ვერავის გადააბრალებ.

თუ მე მექნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება, ეს, რა თქმა უნდა, დამთავრდება ლეტალურად, მაგრამ  მინდა შეგახსენო, რომ მე არ ვარ ვიღაც. საერთაშორისო მართლმსაჯულება მოგწვდება. უკრაინის პროკურატურამ უკვე დაიწყო პროცედურები და ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ჩემს წამებაში, იქნება გადაცემული საერთაშორისო ძებნაში და ვეღარც თურქეთში, ანტალიაში ვეღარ გახვალთ დასასვენებლად. მოგიხდებათ პარაგრაფის ჭაობში ცურვა, სანამ ივანიშვილსაც არ მიაყოლებენ ამის ხარჯზე”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდება მისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა, ეს დასრულდება ძალიან ცუდად.

„მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, მჭირდება სამედიცინო დახმარება ახლა! შემოუშვით ჩემთან ის ექიმები, რომელთაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ, იმიტომ რომ ეს დამთავრდება პირველ რიგში, თქვენთვის ცუდად და მე ამის გარანტიას გაძლევთ. ხალხი იღვიძებს, ამას არავინ შეურიგდება, რაც ხდება. ყველგან არის გამოღვიძება, ყველგან არის პროტესტი, ყველგან არის აქტიურობა, ყველგან არის ადამიანების ერთად ყოფნა. რა თქმა უნდა, ამას შეიძლება ჩემი სიცოცხლეც შეეწიროს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საქართველო აღარასოდეს დაბრუნდება იმ ძილის მდგომარეობაში, როგორიც იყო შარშანდელ წლამდე. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. კიდევ ერთხელ, მინდა დავამთავრო ამით, მე ვითხოვ ექიმების დაუყოვნებლივ დაშვებას“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებები:

სააკაშვილი: თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ, გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი და 1 დღეში შემოუშვეს – პირად ექიმს არ უშვებენ 5 კვირაა

“ივანიშვილს უყვარდა ხალხთან ლაპარაკი შუშის იქით და მე ვეშლები თავის თავში”- სააკაშვილს ადვოკატების გვერდით დაჯომის უფლება არ მისცეს

სააკაშვილი: პუტინი ემზადება დონეცკის და ლუგანსკის ასაღიარებლად, ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის და აქაური ხელისუფლება რომ დამალულია, სულ ფეხებზე ჰკიდია

“დიახ, ჩემი ბრალია მხოლოდ ერთი რამ… სასწრაფოდ, დამიმძიმეთ ბრალი…” – რატომ “მოითხოვა” სააკაშვილმა ბრალის დამძიმება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები