მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას ესწრება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, პროკურატურა სასამართლოში რამდენიმე მოწმეს წარმოადგენს.
სხდომის დასაწყისში სააკაშვილის ადვოკატებმა მოსამართლეს სთხოვეს, მესამე პრეზიდენტს დარბაზში, ადვოკატების გვერდზე გადაენაცვლებინა და ისე გაგრძელებულიყო დღევანდელი სასამართლო, თუმცა მოსამართლე ამ მოთხოვნას არ დათანხმდა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რაც უფლებადამცველების თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
“ივანიშვილს უყვარდა ხალხთან ლაპარაკი შუშის იქით და მე ვეშლები თავის თავში. იმას უყვარს არეკლილი შუშა, იმას უყვარს დაცვა. ეს არის სტილი დაანებეთ თავი კაცო მონები არიან, გავაგრძელოთ”,- მიმართა სააკაშვილმა ადვოკატებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლემ სააკაშვილს სასამართლოს უპატივცემულობის გამო შენიშვნა მისცა.
სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებები: