LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში დაინიცირდა

87
BeFunky-collage (60)

პარლამენტში ინიცირებულია დადგენილების პროექტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.

ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ინიციატივა ბიუროს უკვე წარედგინა.

რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტი უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში აისახება.

პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით იღებს. გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგეთა ხმები მხედველობაში არ მიიღება.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ერთ-ერთი საკითხი იყო, რომელზე მუშაობის პირობითაც შეწყვიტა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ საპარლამენტო ბოიკოტი.

სააკაშვილი: თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ, გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი და 1 დღეში შემოუშვეს – პირად ექიმს არ უშვებენ 5 კვირაა

სააკაშვილი: მახსოვრობა შემთხვევით იმიტომ ხომ არ დამეკარგა, რომ მიწაზე მათრიეს, საწოლში წნევიანს მახრჩობდნენ

გრიგოლ ვაშაძე: რადიკალური განსხვავებაა იმ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც პირველად შესვლისას ვნახე და დღევანდელს შორი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g