„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და თუ ექიმები მის სანახავად არ შევლენ, მის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისრება“, – ამის შესახებ განცხადება პოლიტიკოსმა და დიპლომატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მოინახულა.
როგორც მანვე აღნიშნა, აუცილებელია ექსპრეზიდენტთან ექიმები შევიდნენ. ვაშაძის აზრით, ასევე საჭიროა, სააკაშვილის მკურნალობის წესი შეიცვალოს.
„მკურნალობა უნდა შეიცვალოს. სპეციალური აპარატურაა საჭირო, ესეც უნდა იქნეს გამოყოფილი. რადიკალური განსხვავებაა იმ მიხეილ სააკაშვილს შორის, რომელიც მე ციხეში პირველი შესვლის დროს ვნახე და დღევანდელთან შედარებით. მე კიდევ შევალ თებერვლის შუისკენ და იმედი მაქვს, ხელისუფლება მიიღებს შესაბამის ზომებს, რომ ეს მდგომარეობა არ გართულდეს.“- აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.