LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტის კონცეფციაზე მუშაობს

95

სოფლის მეურნეობის სამინისტრო საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტის დაწყებას გეგმავს. სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას ინფორმაციით, საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი ჯერ მხოლოდ კონცეფციის დონეზეა. საბოლოო ვარიანტის შემუშავების შემდეგ კი სამინისტრო პროექტს ეკონომიკურ საბჭოს წარუდგენს.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, ცნობილია ის, რომ საყოველთაო აგროდაზღვევა მხოლოდ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შეეხება.

”არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, ამ პროგრამის საჭიროებას ვხედავთ. ქვეყანაში არ არსებობს დაზღვევის ტრადიცია. ამიტომ გვინდა შევცვალოთ ის, რისი შეცვლაც შეგვიძლია. ვხედავთ რომ 80%-იანი თანადაფინანსების მიუხედავად, აგროდაზღვევის ტრადიცია მაინც ვერ დაინერგა. ეს პროექტი ვერ ჩაანაცვლებს აგროდაზღვევის არსებულ პროგრამას, თუმცა ეს იქნება მინიმალური პაკეტი, რომელიც ძალიან ცოტას აანაზღაურებს, პირობითად, დაზარალებულმა მეორე წელს დასათესი თესლი მაინც რომ მიიღოს”, – განმარტა ოთარ დანელიამ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g