LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა თუ ჩვენი ჯიბიდან აპირებს ტურისტების შემოყვანას, რაღა რუსეთიდან? – გოცირიძე

172
DSCN7679-e1561129175591

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე მთავრობის მიერ რუსეთიდან ფრენების სუბსიდირების საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ „თუკი მთავრობა ჩვენი ჯიბიდან აპირებს ტურისტების შემოყვანას, რაღა რუსეთიდან – მაშინ ირლანდიელი ან ესპანელი შემოგვეყვანა”.

გოცირიძის თქმით, საქართველოს მთავრობა ერევნის გავლით თვითმფრინავით ერთი რუსი ტურისტის ჩამოყვანაში ქართულ ავიაკომპანიას ჩუქნის 290 ლარს.

„ეს არის სრული სისულელე. თუ ჩვენი ჯიბიდან აპირებენ ტურისტების შემოყვანას, რაღა რუსეთიდან შემოჰყავს, მაშინ ირლანდიელი ან ესპანელი შემოგვეყვანა, მეტს მაინც დახარჯავდა. ზოგადად, სუბსიდირება არის მავნებლობა”, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.

შეგახსენებთ, მთავრობამ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებისთვის 600 000 ევრო გამოყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g