LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ ბალნეოლოგიურ კურორტზე სანატორიუმის ყოფილი შენობა გაყიდა

199
tsaishi-balneologiuri-kurorti-balneological-resort-tsaishi-1

მთავრობამ სოფელ ცაიშში ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე მდებარე 20 094 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 348 ათას ლარად გაყიდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მყიდველი შპს „ცაიშის კურორტია“.

აუქციონის პირობების თანახმად, მესაკუთრემ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში, საპრივატიზებო უძრავი ქონების განვითარების მიზნით, ამავე უძრავ ქონებაზე არანაკლებ მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. საპრივატიზებო თანხის გადახდა აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში უნდა მოხდეს.

აღსანიშნავია, რომ ობიექტის სამომავლო შესაძლო განვითარების პროფილი არის მრავალფუნქციური. აუქციონი 24 მაისს დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g