LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ გადაწყვიტა: მიწა 1-ლარად კიდევ უფრო ბევრისთვის გახდება ხელმისაწვდომი

128
20181105141623

პროგრამააწარმოე საქართველოშიცვლილებები შევიდა. კერძოდ, ფართოვდება იმ ბიზნესსაქმიანობების ჩამონათვალი, რომელთაც მიწას სახელმწიფო 1-ლარად გადასცემს. აღნიშნულ საკითხზე დღე ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ საყურადღებოა რამდენიმე ცვლილება. ჩვენს ბიზნესებს მოეხსენებათ, რომ ერთ-ერთი კომპონენტი მოქმედებს ამ პროგრამის ფარგლებში, როდესაც ჩვენ გადავცემთ 1-ლარად ინდუსტრიულ მიწას საინვესტიციო ვალდებულებების და დასაქმების ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ. ეს პრაქტიკა აპრობირებულია, მაგრამ აქამდე დარგები არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი. ჩვენ ახლა გავაფართოვეთ იმ დარგების ჩამონათვალი, თუ რა დარგებში შეიძლება, რომ ინვესტორმა მოიწადინოს ახალი საწარმოს შექმნა. ამისთვის მიმართავს ჩვენს ქონების მართვის სააგენტოს, შეარჩევს შესაფერის მიწას და გარკვეული პროპორციით, ინვესტიციის აღების ვალდებულებით და დასაქმების ვალდებულების აღების სანაცვლოდ მას ეს მიწა გადაეცემა. ეს დარგები არის: სოფლის მეურნეობის სატყეო და თევზჭერის მეურნეობა, დამამუშავებელი მრეწველობა სრულიად, სადაც დასაქმების დიდი შესაძლებლობა იქმნება, ეს არის ასევე ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სხვადასხვა მანქანა-დანადგარის და ჩარხების წარმოება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ანუ ლოჯისტიკური სერვისები და საწყობები, ასევე აქ არის პროფესიული ტექნიკური და სამეცნიერო საქმიანობები, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურებების საქმიანობები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g