LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ მარტვილის კანიონის სანაოსნო მონაკვეთის იჯარით გაცემა გადაიფიქრა

61

მარტვილის კანიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მაისის ბოლომდე გაგრძელდება. როგორც ”ფორტუნას” დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, მიმდინარეობს ტურისტული ბილიკების მოწყობის, ხიდების, ნავმისადგომებისა და გადასახედის სამშენებლო სამუშაოები. ასევე, რესტავრაცია უტარდება ქვაში ნაკვეთ დადიანების ისტორიულ კიბეს და წყლის წისქვილს.

რაც შეეხება მარტვილის კანიონის სანაოსნო მონაკვეთის იჯარით გაცემას, როგორ სააგენტოში განაცხადეს, ამ დროისთვის მთავრობის დადგენილებას ელოდებიან, რომლის მიღების შემდეგ, მოსახლეობას აუქციონში მონაწილეობის საშუალება ექნება. თუმცა, სააგენტოში არ გამორიცხავენ, რომ მონაკვეთი არა იჯარით, არამედ პირდაპირი მიყიდვის წესით გაიცეს.

სანაოსნო მონაკვეთის ექსპლუატაციის პირველადი ვერსიით, დაცული ტერიტორიების სააგენტო 5 წლის ვადით, იჯარით გასაცემად მარტვილის კანიონის კეთილმოწყობილ და საექსპულატაციოდ გამზადებულ 280-მეტრიან სანაოსნო მონაკვეთს გაიტანს. აუქციონის საწყისი ფასი, სავარაუდოდ, ყოველწლიური ბრუნვის 10% იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g