LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩივრები უკან გაიტანა

236
ღარიბაშვილი და სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები უკან გაიტანა. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 6 თებერვალს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაშია ნათქვამი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სარჩელები რამდენიმე თვის წინ შეიტანა. მმართველ გუნდში აცხადებდნენ, რომ ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუცია რამდენჯერმე, მათ შორის, პარიზსა და ბრიუსელში ვიზიტით დაირღვა.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე მტკიცებით, პრეზიდენტმა ასევე გადააჭარბა უფლებამოსილებას, როდესაც საგარეო პოლიტიკის განხორციელება, მთავრობის გვერდის ავლით გადაწყვიტა.

„საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.“ – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს  განცხადებაში, რომელიც წინ სარჩელებს უძღოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g