LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობას წამლების გაიფების ახალი გეგმა აქვს

54

“ჯენერიკების შემოსვლა წამლებს მნიშვნელოვანად გააიაფებს,” – განაცხადა დღეს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

„მთავარი პრობლემა ის არის, რომ მაღალი რჩება მედიკამენტების წილი მთლიანი ჯანდაცვის დანახარჯებში და ჩვენ ეს უნდა შევამციროთ ლეგალური და გამჭვირვალე გზებითა და საშუალებებით და არა მექანიკური შეზღუდვებით”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, მედიკამენტების ფასების დარეგულირების მიმართულებით სამინისტროს სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარ კომპონენტი სწორედ მედიკამენტების ხარისხის კონტროლს ემყარება. ამასთან, მინისტრს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული ადგილობრივ წარმოებას მიეცეს. თუმცა, იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები