LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს

130
BeFunky-collage - 2024-04-18T003829.323

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულია ორი პირი, ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ამოღებულია ცივი იარაღი, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

“აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 2 პირი.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

თითოეულ არაკანონიერ ქმედებას, დაუყოვნებლივ მოყვება სამართლებრივი რეაგირება”, – ნათქვამია განცხადებაში.

,,ავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან, მოვითხოვოთ, გამოვიდეს პრემიერმინისტრი და დაგველაპარაკოს” – აქტივისტების სამოქმედო გეგმა

,,მოთხოვნა შეიცვალა და გახდა: არა რუსულ მთავრობას” – ნიკა გვარამია

ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g