LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ლოკაციებზე ტელეფონიც არ იჭერს – გუმათში პროტესტი გრძელდება

106
ვარლამ

რიონის მცველები და ხელისუფლების წარმომადგენლები  კვლავ ვერ შეთანხმდნენ. მთავრობის მიერ შეთავაზებულ 13 ლოკაციიდან ნამახვან ჰესის მოწინააღმდეგეებისთვის მისაღები არცერთი არ აღმოჩნდა.

მოძრაობის ლიდერებმა ალტერნატიული მონაკვეთები დღეს დაათვალიერეს. მათი თქმით, არცერთი ადგილი პროტესტის გასაგრძელებლად მოსახერხებელი არ არის და მათთვის საფრთხის შემცველია.

რიონის ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ლოკაციებზე ტელეფონიც არ იჭერს და მათთვის კარვის გაშლა მოუხერხებელია.

ჰესის მოწინააღმდეგეები პროტესტის პირვანდელ ადგილზე დაბრუნებას მოითხოვდნენ, თუმცა მათ განუმარტეს, რომ ადგილი კომპანიის საკუთრებაა.

„ვნახეთ დღეს უკვე გაკეთდა განცხადება კომპანიის მხრიდან რომ ეს მისი ტერიტორიაა და იქ შესვლის უფლებას არ მოგვცემს. ხელისუფლებამ შემოგვთავაზა ალტერნატიული ადგილები. შემოთავაზებული ლოკაციების საკადასტრო კოდები აცდენილია რეალურ მდებარეობას. მთის ფერდობები იყო და ისეთი სადაც ფიზიკურად ვერ დადგება ადამიანი, ზოგან არ იჭერდა ტელეფონები და ესეც პრობლემაა”, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g