მთავრობის სხდომას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში მიმდინარეობს, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი მინისტრები არ ესწრებიან.
სხდომაზე არ მივიდა არც თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და არც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.
მინისტრებს თანამდებობები, ჯერ-ჯერობით, არ დაუტოვებიათ.