LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის პარკში ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართება

201
ახალი ღვინის ფესტივალი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 11 მაისს, მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი 2024“ გაიმართება.

ღონისძიების მიზანი ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა თუ ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა.

ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები სტუმრებს ბოლო მოსავლის (2023 წლის) საუკეთესო ღვინოებს წარუდგენენ.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 114 ღვინის კომპანია და 63 საოჯახო მარანი, ღვინის სექტორთან დაკავშირებული 3 კომპანია და 13 მცირე მეწარმე ღვინის თემაზე შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრებით.

ახალი ღვინის ფესტივალი მრავალჟამიერის თანხლებით ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით დაიწყება.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ისიამოვნონ კარგი მუსიკით, ჩაერთონ სახალისო პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც 10 ყუთი საუკეთესო ღვინო გათამაშდება.

ახალი ღვინის ფესტივალი 2010 წლიდან ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g