LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი ბავშვობა სოფელში გავატარე და თქვენს ვიდეოებზე სულ ძველ დროში ვბრუნდები“ – ცნობილი წყვილი, რომლის ვიდეოებსაც ნახევარ მილიონამდე მოწონება აქვს

259
Untitled design

ონის მუნიციპალიტეტში, ამწვანებულ სოფელ ღებში მცხოვრები ახალგაზრდა წყვილის – ნანა აროშიძის და ილო ლობჯანიძის შესახებ „ფორტუნას“ მკითხველს ბევრი სმენია.

„ქალაქში ორჯერ ჩამოვიდა – ერთხელ მანქანის საყიდლად და მეორედ ჩემს ცოლად მოსაყვანად“ – ზღვის დონიდან 1 350 მეტრზე დაწყებული სიყვარულის ისტორია

ნანა საკუთარ გამომწერებთან კომუნიკაციისთვის სხვადასხვა სოციალურ ქსელს იყენებს და ყოველდღიურად, სოფელში ცხოვრების ამსახველ საინტერესო ვიდეოებს გვიზიარებს.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ ნანა აროშიძის ვიდეოებს ასი ათასობით გამომწერი ადევნებს თვალს. „ფორტუნამ“ ერთად შეკრიბა ის ვიდეოები, რომლებმაც საზოგადოების ყველაზე დიდი ყურადღება დაიმსახურა:

„სახლის ტური“ – ვიდეოს 235 000-ზე მეტი ნახვა აქვს. ნანამ საკუთარ აუდიტორიას ერთგვარი ტური მოუწყო მთის სახლში, სადაც ის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. წყვილი სახლში მანამდე დარჩება, სანამ არ მოთოვს.

 

@nana_aroshidze ესაა მეორე სართული, პირველზე ხბოები ცხოვრობენ, ძროხები – მინდორში ???️ #ფერმა #სახლი #ძველი #მთები #მთა #სოფელი #ღები #თევრეშო #რაჭაჩემისიყვარული #რაჭა ♬ original sound – Nana – Inthefarm

 

წყვილი სამეურნეო საქმიანობას ეწევა და ამასთან, საკუთარი ხელით ამზადებს რძის ნაწარმს. მათ ჰყავთ საქონელი, რომელთაც თავად მწყემსავენ. ერთ-ერთ ვიდეოში, რომელსაც 355 000-მდე ნახვა აქვს, ნანა გამომწერებს აცნობს ძროხას – „ბეჟანას“ და მის ახალშობილს.

 

@nana_aroshidze 4 დღეში მესამე გოგო ?? #ხბო #ძროხა #ფერმა #სოფელი #ღები #რაჭა ♬ July

 

პოპულარულია ნანას ვიდეოები, რომლებშიც ის სხვადასხვა რეცეპტს გვიზიარებს – მათ შორის ერთ-ერთია ფანქეიქების მომზადების რეცეპტი:

 

@nana_aroshidze მე მურაბით მიყვარს, თქვენ? ?? #pancakes #ბლინები #ოლადები #სოფელი #ღები #რეცეპტები #რეცეპტი #სიმწვანე #გაზაფხული ♬ original sound – Nana – Inthefarm

 

სოციალური ქსელების მომხმარებლები ასევე დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს ვიდეოებს, თუ როგორ უვლის საკუთარ ბოსტანს წყვილი:

 

@nana_aroshidze ყოველდღე დღის ვლოგები მომიწევს, ისეთი აქტიური სამუშაოები გვაქვს? იმედია, ამინდი გვაცდიიის??️ #რაჭა #სოფელი #მთა #ღები #ფერმა #ბოსტანი ♬ original sound – Nana – Inthefarm

 

წყვილის ვიდეოებს სოციალურ ქსელში უამრავი დადებითი გამოხმაურება აქვს:

„მთელი ბავშვობა სოფელში გავატარე და თქვენს ვიდეობზე სულ ძველ დროში ვბრუნდები“..

„ძალიან პოზიტიურია თქვენი ვიდეოების ყურება“, – წერენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g