LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთელი ჰოლანდია ზურგზე ახატია: ჰოლანდიაში თბილისელი ფანით დაინტერესდნენ

300

საქართველოში მიმდინარე 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ჰოლანდიამ გერმანიას 4:1 მოუგო. ჰოლანდიელებს ერთი თბილისელი გულშემატკივარი მხურვალედ ქომაგობდა და ჰოლანდიელი ჟურნალისტების ყურადღებაც მიიპყრო.

ad.nl სტატია დაწერა 45 წლის არამ არუთინიანზე, რომელიც ჰოლანდიური ფეხბურთის დიდი ქომაგია. ამის დასტურად მან ზურგზე ტატუ გაიკეთა, რომელზეც მისი აზრით ჰოლანდიური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდი ასახა.

ჰოლანდიის ნაკრების თავკაცმა სტეკელენბურგმა არუთინიანს მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქარიც გადასცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g