LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთელი ქვეყნის მასშტაბით 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი დააკავეს – სპეცოპერაცია გრძელდება

138
POLICIA

საქართველოს რამდენიმე ქალაქში და, მათ შორის, თბილისში, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 10-ზე მეტი რეალიზატორი.

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

როგორც ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა, საგამოძიებო მოქმედებები, თბილისის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს.

ამასთან, თეიმურაზ კუპატაძის თქმით, დაკავებულთა რაოდენობა დღის განმავლობაში კიდევ გაიზრდება.

„დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, რომლებთანაც წინასწარ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რაც ასახულია აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით და გამოყენებული იქნება მტკიცებულების სახით.

ღონისძიება გრძელდება დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში და დაკავებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება,“ – თქვა კუპატაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები