LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტერი დიდი ქალაქების დაბომბვას აგრძელებს, ვაგრძელებთ კონტრშეტევებს – უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემები

48
1

უკრაინაში რუსეთის შეჭრის მერვე დღეს, რუსეთის ქმედებებსა და უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგობებზე ინფორმაციას, უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გენერალურ შტაბში აცხადებენ, საოკუპაციო ჯარებმა გასულ ღამეს კვლავ მიმართეს დიდი ქალაქების საცხოვრებელი უბნების დაბომბვის ტაქტიკას.

უკრაინელი ჯარისკაცები კი ხაზების დაცვასა და კონტრშეტევებს აგრძელებენ:

“უკრაინის შეიარაღებული ძალები მტკიცედ აგრძელებენ გარკვეული ხაზების დაცვას და კონტრშეტევებს, ბლოკავს საოკუპაციო ძალებს სხვადასხვა მიმართულებით.

ამავე ცნობებით, ვოლინის მიმართულებით მტერი საჩვენებელი მოქმედებების განხორციელებას სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ განაგრძობს.

“პოლესეს მიმართულებით, მტერი ცდილობს შეტევითი ოპერაციების განხორციელებას კოზაროვიჩის, ვიშგოროდის, ფასტოვის, ობუხოვის დასახლებების მიდამოებში. საველე ლოჯისტიკური ბანაკები განლაგებულია ბოროდიანკას, კატიუჟანკასა და გავრონშჩინას რაიონებში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აღნიშნავენ, რომ ევერსკის მიმართულებით, რუსი ოკუპანტები ცდილობენ კიევის ჩრდილოეთ გარეუბანს მიაღწიონ.

“მტერი ცდილობს განაგრძოს შეტევა ლოზოვაიას მიმართულებით და ესაჭიროება დაკარგული აღჭურვილობისა და პერსონალის შევსება”, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.

რეზერვების ნაწილის გადაჯგუფების შემდეგ კი შეტევა გრძელდება ზაპოროჟიესა და მარიუპოლის გარეუბნებში შეღწევის მიზნით.

შავ ზღვაში მტრის ფლოტის ჯგუფები აგრძელებენ სამოქალაქო ხომალდების მიმართულებით სროლას და მეზღვაურების დაკავებას. აკვატორიაში შეინიშნება ოთხი დიდი სადესანტო გემისა და სამი სარაკეტო კატარღის სადესანტო რაზმის მოძრაობა ოდესის მიმართულებით. ბალოვნოიეს დასახლების მიდამოში დაპყრობელმა მცირე დესანტი ჩამოაგდო, რომელიც განადგურდა”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: