LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტერი უკუგდებულია – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბუჩას რაიონში მდებარე საქალაქო ტიპის დასახლება მაკაროვი გაათავისუფლეს

131
ბუჩას გათავისუფლება

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან კიევის ოლქის ბუჩას რაიონში მდებარე საქალაქო ტიპის დასახლება მაკაროვი გაათავისუფლეს – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში.

„დღის განმავლობაში, ჩვენი დამცველების გმირული მოქმედებების შედეგად, ქალაქ მაკაროვის თავზე აღმართულია უკრაინის სახელმწიფო დროშა, მტერი უკუგდებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.

მაკაროვთან უკვე რამდენიმე კვირაა, ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ცნობით, რომ დასახლების დაკავება რუსეთის ძალებმა რამდენჯერმე შეძლეს, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა ისინი განდევნეს.

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პავლიუკის განცხადებით, მაკაროვი კიევის ოლქის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მიმართულებაა.

ოკუპანტებს საბრძოლო მასალისა და საკვების სამი დღის მარაგი დარჩათ: უკრაინის გენშტაბი

უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დღიდან, 651 საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა, 3 780-მდე კი – ნაწილობრივ დაზიანდა: უკრაინული მედია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g