LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთის ჰარმონია შენს ფინჯანში – ბაზარზე სრულყოფილი ქართული ჩაი Montea გამოჩნდა, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის მიერ

62
255527404-189519880019635-2276264831115169379-n

ქართულ ბაზარზე 100% – ით ეკოლოგიურად სუფთა და სრულყოფილი ჩაი Montea, ანუ „ჩაისმთა“ გამოჩნდა. როგორც მწარმოებელ კომპანიაში ამბობენ, Montea-ის ჩაის ყველა სახეობა ორგანულად სერთიფიცირებულია და მოყვანილია მხოლოდ ერთ ბაღში. რითია საინტერესო ეს პროდუქტი ქართული ბაზრისთვის და სად ხდება მისი რეალიზაცია – ამ და სხვა საინტერესო თემებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში, Montea -ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანი ხეცურიანმა ისაუბრა.

-რას წარმოადგენს Montea და სად მდებარეობს მისი ბაღი?

Montea წარმოადგენს შპს GeoFlower-ის ბრენდს, აღნიშნული კომპანია 2000 წლიდან წარმატებით ოპერირებს აგრო სფეროში, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე. შპს GeoFlower ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა და მზა პროდუქციის 98% – ს აწვდის ევროკავშირის ბაზრებს.

2016 წელს გაგვიჩდა სურვილი გვეწარმოებინა 100%-ით ნატურალური, ქართული წარმოშობის ჩაი, რომელიც იქნებოდა ადგილობრივ ბაზარზე გათვლილი. ამისათვის, ტყიბულის მუნიციპალიტეტში შევარჩიეთ პლანტაცია, მოვახდინეთ მისი სრული რეაბილიტაცია. Montea – ის ბაღი, ანუ ეს პლანტაცია მდებარეობს საქართველოში ხვამლის მთის ძირას, ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმაღლეზე. ეს ადგილი იდეალურია მდიდარი და სურნელოვანი ჩაის კულტივირებისათვის. პირველი მოსავალი 2020 წელს მივიღეთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ჩაის ყველა სახეობა ორგანულად სერთიფიცირებულია ევროკავშირის მიერ, იზრდება უსასუქოდ და დამუშავებულია ხელოვნური დანამატების, ემულგატორებისა და საღებავების გარეშე.

რითია საინტერესო ეს პროდუქტი ქართული ბაზრისთვის?

მთავარი არის ის, რომ Montea არის ქართული და ორგანული პროდუქტი. სამწუხაროდ, ადგილობრივ ბაზარზე არ ვართ განებივრებულები ორგანულად სერთიფიცირებული პროდუქციით. ჩვენი პროდუქტი საინტერესოა იმითაც, რომ როგორც უკვე გითხარით, ის არის წარმოებული მაღალმთიან ზონაში, რაც განსაზღვრავს ჩაის ხარისხს და გამოარჩევს ყვავილოვანი არომატითა და გემოვნური თვისებებით.

-რამდენი სახეობის ჩაი იწარმოება, ამ ეტაპზე, Montea-ის ბრენდის ქვეშ?

ამჟამად, გვაქვს შავი კლასიკური ჩაი, შავი ჩაი ბერგამოტის არომატით, მწვანე ჩაი კლასიკური და მწვანე ჩაი ჟასმინით. გვაქვს 2 ტიპის დაფასოება: დასაყენებელი ჩაი და ერთჯერადი ჩაი. ამასთან, 1-ლი დეკემბრიდან მომხმარებელს უკვე შესაძლებლობა ექნება შეიძინოს ჩვენი ხილის ჩაი და დექტოს ჩაი, რომელიც იქნება აბსოლუტურად მცენარეული და უმაღლესი ხარისხის.

პროდუქტის შეძენა, ამ დროისთვის, „აგროჰაბის“ ქსელშია შესაძლებელი. თუმცა, ასევე დეკემბრის თვის ბოლოდან ვგეგმავთ, სხვა სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობასაც. ამ ეტაპზე, მხოლოდ ქართულ ბაზარზეა Montea კონცენტრირებული.

-რა არის „ჯეოფლაუერის” მთავარი მიზანი?

ჩვენი მთავარი მიზანია, ვაწარმოოთ აბსოლუტურად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და დღეისათვის, „ჯეოფლაუერის“ მიერ წარმოებული პროდუქციის 70%-ზე მეტი არის ორგანული და სერთიფიცირებული. ჩვენი კომპანია არის ეკომეგობრულიც და რაში გამოიხატება ეს: გვსურს, ვიყოთ ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც გადავა 100%-ით მზის ენერგიის მოხმარებაზე, გვაქვს 3 წლიანი პროექტი და 3 წლის შემდეგ, სრულად უნდა იყოს ჩვენი სიმძლავრეები გადასული მზის ენერგიაზე. ასევე, უახლოეს პერიოდში ვასრულებთ კომპოსტის საწარმოს მშენებლობას, სადაც კომპანიის ნარჩენების გადამუშავება მოხდება და გვექნება საკუთარი ბიოსასუქი, რომელსაც გამოვიყენებთ ჩვენს პლანტაციებში.

-22 წელია ბაზარზე ხართ – დღეისათვის, რამდენ ადამიანს ასაქმებთ?

როგორც უკვე გითხარით, კომპანია „ჯეო ფლაუერი“ აგროსფეროში 2000 წლიდან ოპერირებს. ის აწარმოებს 35-ზე მეტი სახეობის ველურ ხილსა და ბალახს. კომპანია, ნედლეულის სახით, მზა პროდუქციის 98%-ს ევროკავშირის ბაზრებს, ძირითადად, კი გერმანიას აწვდის. “ჯეო ფლაუერი“ თავის საქმიანობაში ISO 22000, Fair Wild და ორგანული ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს იცავს და აქვს შესაბამისი სერთიფიკატები. კომპანია ფლობს 9000 მ2  საწარმოო ფართსა  და 300ჰა-ზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწას – ტყიბულის, ამბროლაურის, ახალციხის, დუშეთისა და ხაშურის ტერიტორიაზე.

„ჯეოფლაუერი“ საკმაოდ მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში. ამჟამად, გვყავს მუდმივად დასაქმებული 200-ამდე თანამშრომელი. ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, სეზონურად ჩვენთან დასაქმებულთა რაოდენობა 700-ამდეც ადის. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვგეგმავთ ადიგენშიც ახალი საწარმოს გახსნას, რომელიც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

ცალკე გამოვყოფდი იმასაც, რომ ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენთვის უპირველესია გარემოს დაცვა, ამ მიმართულებით ვახორციელებთ პროექტებს. კომპოსტის საწარმო, განახლებადი ენერგიების დანერგვა – ყველაფერი ამ მიზანს ემსახურება. სოციალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ საკუთარი თანამშრომლების მიმართაც და მათზე ზრუნვის და წახალისების მიმართულებით კომპანია საკმაოდ ბევრ აქტივობას ახორციელებს, რაც სამომავლოდაც გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g