LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთის სოფლის მარტოხელა მოსახლე პატრიარქმა მონათლა

1217
90c8a860751b252e58c26f97e05856c4_XL

ხევსურეთის, გორშეღმის ხეობის 15 სოფლის ერთადერთი მუდმივი მცხოვრები, 77 წლის მიხა არაბული, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მონათლა. ინფორმაციას  „მთის ამბები“ ავრცელებს.

მიხა არაბული ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ხევსურეთიდან ინგოროყვას კლინიკაში ვერტმფრენით რამდენიმე დღის წინ გადმოიყვანეს, სადაც მოგვიანებით საპატრიარქოს წარმომადგენლები ესტუმრნენ.

„მიხა პაპას შესახებ „მთის ამბების“ გვერდიდან გავიგეთ. პატრიარქს შევატყობინეთ, რომ ხევსურეთიდან მისი გადმოყვანა იყო საჭირო. მერე, ვნახეთ, რომ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადმოიყვანეს. გამოვარკვიეთ, რომ მიხა პაპა მონათლული არ ყოფილა. პატრიარქმა თქვა, რომ თვითონ იქნებოდა ნათლია. უწმინდესის ლოცვა კურთხევით მიხა პაპა დღეს მოვნათლეთ. საავადმყოფოდან გაწერენ თუ არა, მას პატრიარქი შეხვდება და დალოცავს“, – აღნიშნა საპატრიარქოს წარმომადგენელმა.

მიხა პაპას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე გაუმჯობესებულია.

 

მიხა პაპა უკვე ოც წელზე მეტია 7 სოფლის ერთადერთი მასპინძელია და სოფლის მიტოვებას არც აპირებს.

ფოტო: გელა მთივლიშვილი, Mtisambebi.ge
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g