LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MTV Video Music Awards 2022-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

163
page

MTV Video Music Awards 2022-ის გამარჯვებულები დასახელდნენ. დაჯილდოების ცერემონიის წამყვანები ჯეკ ჰარლოუ და LL Cool J იყვნენ.

რაც შეეხება გამარჯვებულებს, „წლის საუკეთესო ვიდეორგოლად“ ტეილორ სვიფტის All Too Well დასახელდა, „წლის შემსრულებლად“  Bad Bunny აირჩიეს.  „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ ტიტული დავ კემერონმა მოიპოვა, „საუკეთესო ჯგუფად“  BTS-ი დასახელდა. „წლის სიმღერის“ სტატუსი ბილი აილიშის კომპოზიციამ Happier Than Ever დაიმსახურა. „წლის პოპ-ვიდეო“ ჰარი სტაილსის As It Was გახდა.

„საუკეთესო ვიდეოდ, ჰიპ-ჰოპის სტილში“ ნიკი მინაჟისა და Lil Baby-ის კომპოზიცია, Do We Have A Problem? დასახელდა, „საუკეთესო როკ-ვიდეოს“  სტატუსი კი Red Hot Chili Pepprs-ის Black Summer-მა მოიპოვა.

სრული სია ნახეთ აქ

ნახეთ 2021 წლის MTV VMA-ის გამარჯვებულები

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები