აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის დაკავებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
უწყებების ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებული აფგან მუხთარლი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე 29 მაისს, 22:40 საათზე დააკავეს, მან საქართველოდან საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით პირადობის მოწმობის გარეშე აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთა. ამასთან, განცხადების მიხედვით, მუხთარლი არ დაემორჩილა მესაზღვრეების მოთხოვნას და გაქცევა სცადა.
უწყებების ინფორმაციით, აფგან მუხთარლის თან 10 ათასი ევრო ჰქონდა და Bank of Georgia Express-ის საბანკო ბარათი.
