LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუმბაიში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

60
1

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. შემთხვევას სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამაშველო ჯგუფებმა ნანგრევებიდან 18 ადამიანი გამოიყვანეს, თუმცა მათგან მხოლოდ შვიდის გადარჩენა შეძლეს.

ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და სამაშველო სამსახური. სამძებრო სამუშაოები გრძელდება, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნანგრევებში შესაძლოა, უფრო მეტი ადამიანი იყოს მოყოლილი.

მედიასთან საუბრის დროს უფროსმა ოფიცერმა დილიპ სავანტმა აღნიშნა, რომ პოლიციამ გამოძიება დაიწყო და შემდგომ ზომებსაც მიიღებს.

 

 

მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა სხვა დაზიანებული საცხოვრებელი სახლებიდანაც, რადგან, როგორც აღნიშნავენ, შენობების ნგრევას ძლიერი წვიმები იწვევს და აღნიშნული შემთხვევაც მუსონების სეზონზე გახშირებულმა წვიმებმა გამოიწვია.

ინდოეთში შენობების ნგრევა იშვიათი არ არის, განსაკუთრებით მუსონების სეზონზე. მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის უმეტეს რეგიონში ძლიერი წვიმები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g