LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუმიის სარკოფაგში მსოფლიოში უძველესი ყველი აღმოაჩინეს

111
768

არქეოლოგებმა ჩინელი მუმიის სარკოფაგი შეისწავლეს და შიგნით მსოფლიოში უძველესი ყველი იპოვეს. ამის შესახებ NBC NEWS წერს.

სასახლე შიგნით გოგონას მუმიფიცირებული სხეულით 20 წლის წინ იპოვეს და მისი სავარაუდო ასაკი 3600 წელია. მაშინ მეცნიერების ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ მუმიის ყელთან სამკაულის სახით უცნაური ნივთიერება იყო მოთავსებული. ახალი კვლევის თანახმად, ახალგაზრდა ჩინელი ყველთან ერთად დამარხეს.

სპეციალისტთა თქმით, ამ წლების განმავლობაში რბილი ყველი მშრალ და მყარ მტვრად გადაიქცა. მათ ასევე დაადგინეს, რომ ყველი ძროხის და თხის რძით იყო დამზადებული.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შეიძლებოდა თუ არა მსოფლიოში ყველაზე ძველი ყველის დაგემოვნება ამჟამად და ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები