LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უძველეს ეგვიპტურ ქალაქში 1400 მუმია იპოვეს

117
Capture

ეგვიპტის ძველ ქალაქში იპოვეს 2,5 ათასი წლის სამარხები, რომელიც მუმიებითაა სავსე. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ქალაქ ანსუანსში არქეოლოგებმა კიდევ 36 სამარხი გახსნეს და 1400 მუმიას მიაგნეს. აღმოჩენა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 600-დან – ჩვენი წელთაღრიცხვით 200-300 წლებამდე პერიოდს ეკუთვნის. მილანის უნივერსიტეტის არქეოლოგმა პატრიცია პიაჩენტინიმ განაცხადა, რომ ტერიტორია სადაც სამარხებია განაწილებული, 82 კილომეტრს მოიცავს.

აღმოჩენილ მუმიათაგან ბევრი ეკუთვნოდათ ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლეში ინფექციებით იტანჯებოდნენ. მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ძველ ეგვიპტეში გავრცელებული იყო ძვლების დაავადებები და ტუბერკულოზი, ხოლო ბავშვებს ანემია აწუხებდათ. სამარხებში ნაპოვნ მუმიათა 30-40% ახალშობილებს ან მოზარდებს ეკუთვნით.

არქეოლოგები მუმიებს კვლევებისთვის წაიღებენ, – „ჩვენ გავიგებთ მათ ისტორიას, შემდეგ კი ისევ უკან დავაბრუნებთ და სამარხებს დავხურავთ. ჩვენთვის ეს თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები