ევროპის ზონაში შესარჩევი ტურნირის დასრულების შემდეგ, გაირკვა რვა ნაკრების ვინაობა, რომლებიც პლეი ოფში დარჩენილ ოთხ საგზურს გაითამაშებენ.
ცხრა მეორეადგილოსნიდან ყველაზე ცუდი შედეგი სლოვაკეთის ნაკრებს აღმოაჩნდა და ის პლეი-ოფის მიღმა დარჩა. პლეი-ოფში კი ითამაშებენ: შვედეთი, შვეიცარია, ჩრდილოეთ ირლანდია, დანია, ირლანდია, იტალია, საბერძნეთი და ხორვატია.
პლეიოფის მატჩების წილისყრა 17 ოქტომბერს, ციურიხში გაიმართება. გუნდები ფიფას რეიტინგის მიხედვით იქნებიან განთესილები: ოთხი ნაკრები უფრო მაღალი რეიტინგით პირველ კალათში მოხვდება (შვეიცარია, იტალია, ხორვატია, დანია) დანარჩენი ოთხი (ირლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, საბერძნეთი, შვედეთი) – მეორეში.
პლეი-ოფის პირველი მატჩები 9-11 ნოემბერს გაიმართება, განმეორებითი – 12-14 ნოემბერს.
რაც შეეხება საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფს, მსოფლიოს ჩემპიონატის კიდევ ორი საგზური შემდეგ მატჩებში გათამაშდება:
პერუ-ახალი ზელანდია
ავსტრალია-ჰონდურასი