LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რომ საქართველომ ენერგოდამოუკიდებლობას მიაღწიოს – კელი დეგნანი

92
BeFunky-collage (7)

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოებაა, ამიტომ, ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

სამხრეთ კავკასიის თავისუფალი ენერგეტიკის ფორუმზე დეგნამა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდა, მნიშვნელოვანი საჯარო კონსულტაციების გზით გააგრძელონ მუშაობა ენერგეტიკის გამჭვირვალე და თანმიმდევრულ ეროვნულ სტრატეგიაზე.

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება სათბურის გაზების ემისიით დაბინძურების შემცირებაზე და ნულიდან გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი ელექტროენერგიის ბაზრის აშენება ქებას იმსახურებს, მუშაობა უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს ენერგო დამოუკიდებლობას.

ეს შეიძლება გაკეთდეს ადგილობრივ ბაზრებზე მორგებული წამახალისებელი სქემით და განახლებადი ენერგიის ახალი გენერირებით, რაც ამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას ელექტროენერგიისა და გაზის იმპორტზე და იცავს ქვეყანას მავნე აქტორებისგან, რომლებიც იყენებენ ენერგიასა და გაზს, როგორც გეოპოლიტიკურ იარაღს”, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g