LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუშაობენ თუ არა ქართველი ექიმები კოვიდ -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე – გამყრელიძის განმარტება

211
ამირან

ცნობილია, რომ ბევრი ქვეყანა, მათ შორის ჩვენი მეზობელი თურქეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარ ვაქცინაზე მუშაობს.

ქართველი ექიმები ხომ არ მუშაობენ ქართული ვაქცინის შექმნაზე, რომელიც მსოფლიოს პანდემიის დამარცხებაში დაეხმარება? ამ კითხვით „ფორტუნამ“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს მიმართა.

„ქართველები ბევრ რამეში მაგრები ვართ, მაგრამ ვაქცინის წარმოების შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს. თურქეთს უდიდესი შესაძლებლობები აქვს. გადავხედოთ, რომელი ქვეყნები აწარმოებენ დღეს ვაქცინას.

ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც სამ ვაქცინას აწარმოებს, ჩინეთი – ექვს ვაქცინას აწარმოებს და დიდი ბრიტანეთი. თან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკა გერმანიასთან ერთად აწარმოებს ვაქცნას, დიდი ბრიტანეთი კი შვედეთან ერთად.

ამ ქვეყნებს შორის არის ინდოეთი, რომელიც ვაქცინების უდიდესი მწარმოებელია.

პატარა ქვეყნებიდან მხოლოდ კუბა და ტაივანი აწარმოებს ვაქცინას და მხოლოდ თავიანთი ქვეყნებისთვის.

საქართველოში იდეა შეიძლება გაჩნდეს. ნიჭიერი ხალხი ვართ. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი ქართველი მეცნიერი მუშაობს კანადაში ვაქცინების შექმნაზე სხვა სამეცნიერო ჯგუფთან ერთად. კანადას დიდი წვლილი მიუძღვის ვაქცინების შექმნაში, მაგრამ საქართველოს ამის შესაძლებლობა ნამდვილად არ აქვს“. – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g