LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუსიკოსთა პარკის“ საახალწლო გზავნილი – კონკურსი

45
news12216

წლის ყველაზე ჯადოსნური დღესასწაული ახლოვდება, რომელიც ყველასთვის სითბოსთან, სიმყუდროვესთან, ოჯახთან და საჩუქრებთან ასოცირდება. ყველა ცდილობს წლის დადგომა განსაკუთრებულად აღნიშნოს, თუმცა ამ სიხარულის პარალელურად ხშირად ჩვენი ქმედებებით გაუაზრებელ ზიანს ვაყენებთ გარემოს. ნაძვის ხის მოჭრა, პიროტექნიკა, ერთი დღის ჯადოსნურად აღნიშვნით გამოწვეული დანაგვიანება – ეს ყველაფერი ყველაზე ლამაზი დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია, თუმცა სამწუხაროდ ძალიან ცოტა ადამიანი ფიქრობს იმაზე, თუ რა ზიანს აყენებს ეს ყველაფერი ეკოსისტემას, რაც საბოლოოდ ისევ ჩვენი
საყვარელი ადამიანების მომავალზე აისახება ცუდად. თუ შენთვის მნიშვნელოვანია ბუნება და მასზე ზრუნვა, თუ მსგავსი პრობლემები შენთვისაც მტკივნეულია და თვლი რომ შესაძლებელია დღესასწაულის მოწყობა გარემოს ნაკლები დაზიანებით, მაშინ ჩაერთე „მუსიკოსთა პარკის“ საახალწლო კამპანიაში და შენი სათქმელი
გამოხატე გრაფიკულად, რადგან ახალი წელი ახალ მიზნებთანაც ასოცირდება.

კონკურსის მიზანია გავიაზროთ თითოეული ჩვენთაგანის როლი და მნიშვნელობა ეკოსისტემის გაჯანსაღებაში და საზოგადოებას დავანახოთ რეალურად რა საფრთხის წინაშე დგება ჩვენი გარემო თუნდაც ერთი ბედნიერი დღის შემდეგ.

საკონკურსო დავალება: გრაფიკულმა დიზაინერებმა უნდა შექმნან პოსტერი (ციფრულ ფორმატში), რომელიც მკაფიოდ უნდა გამოხატავდეს პრობლემას და რაც მთავარია ავტორის ხედვას, ან წუხილს ამ პრობლემის მიმართ, საუკეთესო ნამუშევარს კი პარკი თავის მეგობრებთან ერთად გამოავლენს.

საკონკურსო პირობები:

გამარჯობა,
მე მუსიკოსთა პარკი ვარ და ბუნებრივია ძალიან მიყვარს ბუნება, ცხოველები, ადამიანები და კიდევ უფრო მეტად მათთან ერთად ჰარმონიული თანაცხოვრება. სწორედ ამიტომ მაღელვებს ყველაფერი რაც ამ ჰარმონიულ თანაცხოვრებას არღვევს… პირველ რიგში მაწუხებს ადამიანების გაუფრთხილებლობა და მერე მაკვირვებს ამავე მიზეზებით გამოწვეული სტიქიური პრობლემების გამო მათივე უკმაყოფილება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე საახალწლო კამპანიით დავხმარებოდი ჩემს მეგობარ ბუნებას და ადამიანებს. ყველა დიდი გეგმა ხომ ერთი პატარა ნაბიჯით იწყება. თან , ახალი წელი, ახალი ჩვევების დასანერგად ხომ საუკეთესო პერიოდია.

ვგეგმავ ერთი თვის მანძილზე მოგიყვე ამბები, რომელთა დახმარებითაც უკეთესად დაგანახებ რეალურად რა პრობლემებს იწვევს ერთი ჯადოსნურად აღნიშნული დღე მთელი ბუნებისთვის. თვალი ადევნე ჩემს ბლოგს ვებგვერდზე bsa.ge, მჯერა, ბევრ საინტერესო ამბავს გაგაგებინებ.

პატარა კონკურსის იდეაც მოვიფიქრე და „ჩემი საახალწლო გზავნილი“ დავარქვი. მე ჩემს გზავნილს ბლოგებით მოგიყვები, შენ კი, შენი – გრაფიკულად გადმომეცი. დარეგისტრირდი ბმულზე და გადმოგზავნე ნამუშევარი 22 დეკემბრამდე. მე საუკთესო მათგანს ჩემს მეგობრებთან ერთად შევარჩევ და გამარჯვებულს „მუსიკოსთა პარკში“ მდებარე „სოციალურ სივრცეში“ 2 დღიან ჯადოსნურ მოგზაურობას ვაჩუქებ.

ჩვენი ერთობლივი მცდელობის შემდეგ ერთ ადამიანს მაინც თუ გაუჩნდება სურვილი, მოგვბაძოს და ახალი წლიდან რომელიმე ერთი პრობლემა მაინც გამოასწოროს, ე.ი. იმაზე მეტი სიცოცხლე გადაგვირჩენია, ვიდრე ვფიქრობდით, რადგან ეს ჯაჭვი არ დასრულდება, სანამ ჩვენ წამოწყებულ საქმეებს გაიხსენებენ და სხვებსაც გაუზიარებენ.

აქვე ჩემ შესახებაც შეგახსენებ. ჩემი მონახულება 2016 წლის შემდეგ შეკვეთილში შეგიძლია. ჩემს სივრცეში ბევრ უნიკალურ მცენარესთან ერთად, ცნობილ მუსიკოსთა ძეგლებსაც ნახავ. ჩემი სივრცე მეგობრებისთვის წლის ნებისმიერ სეზონზე ღიაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g