„დორადოსის“ მეკარემ ფეხზე დიეგო მარადონა დაიხატა და მიაწერა „მწამს ღმერთის“.
მექსიკის მეორე ლიგის გუნდის „დორადოსის“ გოლკიპერმა გასპარ სერვიომ ტატუ გაიკეთა გუნდის მთავარი მწვრთნელის დიეგო მარადონას გამოსახულებით.
სერვიომ მწვრთნელი ფეხზე მიიხატა: ახლა იქ მარადონაა „დორადოსის“ ქუდით და ცოტა მკრეხელური წარწერით – Creo en Dios.
მარადონა „დორადოსის“ მთავარი მწვრთნელი გასულ წელს გახდა.