LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწვადი და წიწილა ტაბაკად ხორცისგან მომზადებულ მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის დასახელდა

296
მწვადი

მსოფლიო კულინარიის ონლაინ გიდმა TasteAtlas, სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძების პოპულარიზაციის მიზნით, 40 ათასზე მეტი მომხმარებლის გამოკითხვის შედეგად ხორცის 100 საუკეთესო კერძის რეიტინგი შეადგინა.

რეიტინგში 50-ე ადგილი მწვადს ერგო, რომელიც აღწერილია როგორც ქართული ტრადიციული კერძი და აღნიშნულია, რომ ის ღია ცის ქვეშ ცეცხლზე მზადდება. აღწერილობაში ნათქვამია ისიც, რომ მწვადი შეიძლება იყოს ღორის, ძროხის ან ცხვრის ხორცისგან მომზადებული, ის სუფრაზე მიტანამდე ხახვის რგოლებითა და ბროწეულის მარცვლებით ფორმდება და რომ მას ზოგჯერ ტყემლის სოუსით მიირთმევენ და წითელ ქართულ ღვინოს, საფერავს აყოლებენ.

რეიტინგში 44-ე ადგილზე კიდევ ერთი ქართული კერძი – წიწილა ტაბაკად მოხვდა. აღწერილობაში ნათქვამია, რომ წიწილა სპეციალურ ტაფაზე განსაკუთრებული მეთოდით, სიმძიმის ქვეშ იწვება და რომ მომზადების შემდეგ წიწილის კანი ხრაშუნა, ხორცი კი ნოტიოა. აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოში წიწილას ტაბაკად მიირთმევენ ტყემლით და მას ისეთ თეთრ ქართულ ღვინოებს აყოლებენ, როგორებიცაა ჩინური, კრახუნა, ცოლიკაური და რქაწითელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g