LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მწვანე ზონის“ რესტორნებში ქორწილების და სხვა ივენთების დაშვებას ითხოვენ

85
242409424-903146070313719-7047157169152054561-n

რესტორატორთა ასოციაცია მოითხოვს, რომ „მწვანე ზონის” რესტორნებში, სადაც მხოლოდ ვაქცინირებულები, ან ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე ადამიანები იქნებიან, ქორწილები და სხვა ივენთები დაუშვან.

ასოციაციაში ფიქრობენ, რომ „მწვანე ზონის“ რესტორნებისთვის რეგულაციები უნდა შემსუბუქდეს და მათ სხვა რესტორნებისგან განსხვავებული პირობები უნდა ჰქონდეთ.

როგორც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე „ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, რესტორნებს ბევრი რეგულაცია აქვთ დაწესებული, რომელიც სამუშაო პროცესს აფერხებს. თუმცა, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია საკოორდინაციო საბჭოს დაწესებული 22:00 საათამდე მუშაობის გახანგრძლივება.

„ერთმანეთისგან უნდა განსხვავდებოდეს “მწვანე ზონა”, რომელიც ფიქრობს საზოგადოების უსაფრთხოებაზე და ის, ვინც არაფერზე ფიქრობს”, – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g