სტეფანწმინდაში, სოფელ ჯუთაში საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა, რომლებიც ცოტა ხნის წინ თბილისის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადმოიყვანეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განმარტეს, ისინი მწვერვალზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც დაზიანება მიიღეს.
მესტიის მიმდებარედ ორი უკრაინელი ტურისტი მყინვარ უშბადან დაშვების დროს, ფერდობზე დაგორდა
მაშველებმა უშბიდან ორი დაშავებული ტურისტი ჩამოიყვანეს (ფოტო-ვიდეო)
შემთხვევა ჭაუხების ტერიტორიაზე ერთ-ერთ მწვერვალზე გადაადგილებისას მოხდა. ისინი თბილისში ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რთული რელიეფის გამო გადმოაფრინეს.
“ისინი ამაჟამად სტაციონარში იმყოფებიან, სადაც ექიმები შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ“,- აცხადებენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
როგორც ცნობილი გახდა, სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იყო ჩართული.