LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწვრთნელი ფეხბურთელებს აიპადებით ავარჯიშებს

54

გუნდში ახალმისულმა გარი ნევილმა ”ვალენსიის” მოთამაშეებს აიპადები დაურიგა.

”ღამურების” ინგლისელი მწვრთნელი ვარჯიშის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს.

”მან აიპადი ყველა ფეხბურთელს მისცა, რომ თამაშის სხვადასხვა ნიუანსების აღქმა გაუადვილოს. ნევილი იმაზე უკეთ მუშაობს, ვიდრე ველოდი. ვფიქრობდი, ენობრივი ბარიერი პრობლემას შექმნიდა, თუმცა, გარი ესპანურად უკვე საუბრობს და სწრაფად ითვისებს” – აცხადებს ნევილის ასისტენტი მიგელ ანხელ ანგულო.

სხვათა შორის, ნევილი ტელევიზიაში ექსპერტად მუშაობისას ხშირად განიხილავდა თამაშის დეტალებს პლანშეტზე.

გარი ნევილი ”ვალენსიას” პორტუგალიელი ნუნუ სანტუს წასვლის შემდეგ ხელმძღვანელობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები