“ახლა მაცნობეს, რომ რიგგარეშე სხდომის თხოვნა შემოვიდა და ვაპირებ ხელი მოვაწერო,” – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ, საგანგებო ბრიფინგზე ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საჭიროდ მიაჩნია, რომ, ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ პარლამენტის გაფართოებული საბჭო, გამოხატონ, რომ მთელი ერი უკრაინის გვერდით და მშვიდობის მხარეს დგას:
არმგონია საგანგებო სხდომა საჭირო იყოს – პაპუაშვილი ოპოზიციის მოთხოვნაზე
“დღეს ისე როგორც არასდროს, ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება, ძალა ერთობაშია. საჭიროდ მიმაჩნია, ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ პარლამენტის გაფართოებული საბჭო, რომ გამოვხატოთ რომ მთელი ერი ვდგავართ უკრაინის გვერდით და მშვიდობის მხარეს.
ჩემი მხრივ, მზად ვარ, რომ წარმოვადგინო საქართველო, როგორც ამის უფლებას კონსტიტუცია მაძლევს, ყველა იმ ფორმატში, სადამ მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა და საჭიროა რომ საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც, ჩვენ ვართ და მუდამ ვიქნებით მშვიდობიანი გზის მცდელობის მხარეს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილი: დღევანდელი დღე ტრაგიკულია უკრაინისთვის, ასევე ტრაგიკულია საქართველოსთვის