LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზად ვართ რუსეთთან პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობა დავამყაროთ“- „ალტ-ინფომ“ პარტია დააფუძნა

864
Screenshot-2021-11-20-at-14.01.28

„ალტ-ინფომ“ დააფუძნა პოლიტიკური პარტია, რომლის სახელწოდებაა „კონსერვატიული მოძრაობა“.

დელეგატებმა პარტიის ხელმძღვანელი და მმართველობითი ორგანოები აირჩიეს. ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური ხედვების, საპროგრამო ამოცანების და სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა.

პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩიეს. პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა, ვასილ გვილია.

ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან რუსეთთან „პარტნიორული ურთიერთობებისთვის“.

პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა თბილისში, წერეთლის გამზირზე, „ექსპო-ჯორჯიას“ ერთ-ერთ პავილიონში გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები