მზაობა იყო ჩემი გაჩუმების, ჩემი მოცილების, – აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, თავისუფლების დათმობა არ შეუძლია, ამიტომაც წავიდა ქვეყნიდან.
„მზაობა იყო ჩემი გაჩუმების, ჩემი მოცილების. ეს უნდა მომხდარიყო ბრალის წაყენებით და მე არ შემიძლია დავთმო თავისუფლება…
ვერავინ ვერ წამართვეს სიტყვისა და აზრის და ქმედების თავისუფლებას და არც არავის არ დავუთმობ არასდროს. ვიქნები პროცესში ჩართული, რომ მივიღო პოლიტ დევნილის სტატუსი, რადგან მოგეხსენებათ ყველანაირი გზები გამოვნახე და ყველანაირად მქონდა ჩემი პოზიცია დაფიქსირებული, მაქვს და მექნება თუ რა შეხედულებები მაქვს ყველაფერთან. მიუხედავად ამისა შენ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგები და არარის მარტო პატიმრობა.
ეს არ ნიშნავს, რომ მე წავედი იმ ბრძოლის ველიდან, რასაც თავისუფლება ჰქვია და რასაც სიტყვის და აზრის თავისუფლება ჰქვია. მე ბოლომდე დავრჩები”, – ამბობს მიხეილ რამიშვილი.