LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზარეულის პროფესია შესაძლოა გაქრეს – პიცის მომზადება რობოტებმა დაიწყეს

157
pazzi-autonomous-pizza-robot

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, 2025 წლისთვის რობოტებით დაახლოებით, 85 მილიონი სამუშაო ადგილი ჩანაცვლდება. როგორც ჩანს, ეს პროცესი საფრანგეთში უკვე აქტიურად დაიწყო. საქმე ისაა, რომ პარიზში, რობოტებმა მზარეულის პროფესია აითვისეს.

Euronews-ის ცნობით, პარიზში მდებარე რესტორან “პაცციაში”, რობოტი ყოველგვარი ადამიანური ჩარევის გარეშე ამზადებს და სთავაზობს მომხმარებლებს პიცას.

როგორც Euronews  წერს, ადამიანები თვითმომსახურების ზონაში თავად უკვეთენ სასურველ პიცას, ხოლო რობოტი, მომხმარებლის სურვილების შესაბამისად, ჯერ ამზადებს ცომს, ეტაპობრივად ამატებს ინგრედიენტებს, ათავსებს ღუმელში და მზა პროდუქტს QR კოდის მეშვეობით გასცემს. “რობოტები გაცილებით სწრაფად და ხარისხიანად ამზადებენ პროდუქტს, ვიდრე ადამიანები და ეს არის მათი მთავარი უპირატესობა, რომელიც კვების ინდუსტრიისთვის ახალი სიტყვა და ნაბიჯი იქნება,” – ამბობს რესტორან “პაცციას” დამფუძნებელი, ფილიპე გოლდმანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g