LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზეთამზემ წარმოება გააფართოვა – ახალი საწარმო და კეცის პური

579

”მზეთამზეს” წარმოება გაფართოვდა. ბაზარზე ამ ბრენდის ქვეშ პურის კიდევ ორი სახეობა გამოვიდა. შპს ”ქართული ხორბლის პური – მზეთამზე”-მ შოთის პურისა და კეცის პურის ცხობა დაიწყო.

”ამ ეტაპზე პურის დაახლოებით 20-ამდე სახეობას ვაწარმოებთ. წლის ბოლომდე კი ასორტიმენტის გაზრდა იგეგმება. ამასთან, გვინდა, დღიური წარმადობა 10 ათას პურამდე გავზარდოთ.დღეისათვის მხოლოდ 600 ცალი პური ცხვება ჩვენს საწარმოში, საზოგადოების მხრიდან კი მოთხოვნა გაცილებით დიდია”, – აღნიშნეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ”მზეთამზეს” უსაფუარო პური თბილისის მასშტაბით უკვე რამდენიმე სავაჭრო ქსელში იყიდება. მათ შორის, მაღაზიებში: ”პანინო” და „კერია“, ასევე ”გუდვილისა” და ”სმარტის” ქსელებში.
როგორც პურის მწარმოებელ კომპანიაში აცხადებენ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ”ევროპროდუქტთან” და ”ფუდმარტის” ქსელთანაც, სადაც უახლოეს მომავალი პროდუქციის შეტანა იგეგმება.

მათივე ცნობით, მსოფლიოში ხორბლის 27 სახეობა არსებობს, აქედან 14 – მხოლოდ ქართულ მიწაზე მოდის. სწორედ ამ 14 ჯიშიდან ერთ-ერთით იწარმოება ”მზეთამზეს” პროდუქცია – ეს არის წითელი დოლის პური, რომელიც განსხვავებულია თავისი გემოვნური თვისებებით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ”მზეთამზეს” პური გარდა განსხვავებული გემოვნური თვისებებისა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა – მაგალითად, ამაღლებს იმუნიტეტს.
”ამასთან, პროდუქციას იმ ტრადიციული მეთოდებით ვაცხობთ, რომლებსაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ. ანუ ”მზეთამზეს” პური ცხვება ე.წ ხაშზე, ანუ მჟავე ცომზე”, – განმარტეს ”მზეთამზეში”.
რაც შეეხება პროდუქციის გასაყიდ ფასს, ის 1 ლარიდან იწყება და 3 ლარამდე მერყეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები