„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. მასზე მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში“, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, მალხაზ ურთქმელიძემ განაცხადა.
ურთქმელიძის განცხადებით, „ბოლო მონაცემებით, მნიშვნელოვანი სახის ცვლილებები მზია ამაღლობელს, არ აღინიშნება.
ურთქმელიძე „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს:
ექიმები ხელისუფლებას აფრთხილებენ: „თუკი ორგანული ცვლილებები წავიდა, პროცესები შეუქცევად ხასიათს მიიღებს…“ – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლი, მზია ამაღლობელი 20 დღეა შიმშილობს
„კლინიკების ასოციაციის“ დამფუძნებლის ვილი პაჭკორიას განცხადებით, შიმშილობას თან ერთვის მრავალი ორგანოს ფუნქციის მოშლა.
„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. მასზე მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. ლაბორატორიული კვლევები ტარდება პრაქტიკულად ყოველდღიურად. ამ ეტაპზე, ბოლო მონაცემებით, მნიშვნელოვანი სახის ცვლილებები არ აღინიშნება. ბრალდებულს ყოველდღიურად ხვდება სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ეცნობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ადვოკატისთვისაც, მისი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია. ამ ეტაპზე, მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის. მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კვლავ გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში. მოვუწოდებთ მზია ამაღლობელს შეწყვიტოს შიმშილობა მისი ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“,- აცხადებს ურთქმელიძე, რომლის განცხადებასაც სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.