LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზია პროცესზე ერთი წამით არ დამჯდარა, ეს მისი შინაგანი პროტესტია“ – მაია მწარიაშვილი

154
2025-08-02_00-33-15_854333

მზია ერთი წამი არ დამჯდარა და არამხოლოდ დღევანდელ პროცესზე, ეს არის მისი პროტესტი, შინაგანი შეუგუებლობა ყველაფრისადმი, – ამის შესახებ სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მზია მწარიაშვილმა ჟურნალისტის საბოლოო პროცესის შემდეგ განაცხადა. 

„წერა-კითხვის უცოდინარს არ ჰგავს მზია ამაღლობელი, ხო? იმასაც იაზრებს, სად არის და რა ელოდება, მაგრამ ეს ადამიანი ამბობს, მე არ ვითხოვ თქვენგან გულმოწყალებას, არ ვითხოვ რაიმეს პატიებას, ჩავიდინე რაც ჩავიდინე. მაგრამ ეს არ არის ის, რასაც თქვენ მაბრალებთ – თავდასხმა პოლიციელზე.

დღევანდელ პროცესზე დაწყდომამდე ვისხედით. მზია ერთი წამით არ დამჯდარა და არამარტო დღევანდელ პროცესზე. ეს არის მისი პროტესტი, მისი შინაგანი შეუგუებლობა ყველაფრისადმი. ეს ადამიანი არავისგან არაფერს ითხოვს, არაფერს ეხვეწება. ეს არის მისი შინაგანი პროტესტი და ასე უხმოდ გამოხატავდა.

ფეხზე იდგა მთელი დღე მშიერ-მწყურვალი, დილიდან წამოყვანილი, ამ დრომდე. ამ დროს შესთავაზო ადამიანის გვითხარი საბოლოო სიტყვაო, რომელიც მის ცხოვრებაში, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა იქნება, იქნებოდა წარმოუდგენელი რამ. ვფიქრობ, ბოლო მომენტში მოსამართლე მიხვდა, რომ ეს პროცედურული ზეწოლა მზიაზე არ გამოადგებოდათ“, – აცხადებს მწარიაშვილი.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელის საქმეზე საბოლოო განაჩენი 4 აგვისტოს გახდება ცნობილი.

ირაკლი დგებუაძე: „მზია ამაღლობელის დაკავებამდე ამ ადამიანის პროფესიის შესახებ წარმოდგენა არ მქონდა. არ მგონია, რომ ჟურნალისტობა ვინმეს იმის უფლებას აძლევდეს, პოლიციელს თავს დაესხას, სახეში ხელები ურტყას – მე განვიცადე ტკივილი“

ინფორმაციისთვის, მზია ამაღლობელს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძისა და სოზარ სუბარის მიმართ სამოქალაქო დავას იწყებს

საია: „მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა და მის მიმართ ჩადენილი სხვა დარღვევები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდა“

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი, ბათუმში, 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს.

გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის გამოც მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ.

მზია ამაღლობელის საქმეზე ვრცლად წაიკითხავთ:

გრიგოლ ბესელია: „შევესწარი, რომ მზია ამაღლობელი მიდიოდა სტიკერის დასაკრავად, მეგობრები ეუბნებოდნენ არ გაეკრა სტიკერი შენობაზე, აქციის წევრებიც ეძახდნენ: „არ ქნა“, თუმცა მაინც მიაკრა“

ნონა ქურდოვანიძე: „მზია ამაღლობელს ედავებიან, რომ შენობის იერსახე დაამახინჯა საპროტესტო პლაკატით, რომელიც გაკვრისთანავე ააძვრეს – მის მიმართ უსამართლობები ამით არ დაასრულეს და ახლა იმავე ქმედებისათვის ახალი მუხლით უპირებენ დაჯარიმებას“

„ისე ეს იცოდეთ, თავდასხმა არ არის!“ – მზია ამაღლობელი გამომძიებელს

მაია მწარიაშვილი: „ამ საქმეში ბრალდების მტკიცებულებები ნულს ქვევითაა, მზია არის უდანაშაულო! – ვისაც საღი აზრი და გონება გააჩნია, ამაში ბევრი მტკიცების გარეშეც დარწმუნდება“

„პატიმრობისას გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის გავრცელება – მოვუწოდებ ბიზნესს, აიღოს პასუხისმგებლობა კრიტიკული მედიის გადარჩენაზე და მივმართავ ცივილურ სამყაროს, ნუ დაგვტოვებს ავტორიტარულ რეჟიმთან მარტო“ – მზია ამაღლობელი

კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევს

„ეს არის მორიგი უკანონო და რეპრესიული სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელს ქართულმა მართლმსაჯულებამ არ მისცა უკანონო პატიმრობის რევიზიის უფლება“ – საია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ადვოკატი თამარ კორძაია მოსამართლეს: „მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ მზია ამაღლობელი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას არ იმსახურებს“

„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი“ – 200-ზე მეტი ჟურნალისტი, მედია და უფლებადამცველი განცხადებას ავრცელებს

საერთაშორისო ორგანიზაციები: საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და დაასრულონ მედიის უპრეცედენტო დევნა

ფოტო: ტვ პირველი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g