LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

N1 ნარკობარონთან შეხვედრის შემდეგ შონ პენის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო (ფოტო)

307

მსოფლიოში ნომერ პირველ ნარკობარონად ცნობილ ხოაკინ გუსმანთან ინტერვიუს გამო ჰოლივუდელი შონ პენისა და მექსიკელი მსახიობის ქეით დელ კასტილოს წინააღმდეგ მექსიკაში გამოძიება დაიწყო.

ABC News-ის ცნობით, პენმა შეატყობინა სპეცსამსახურებს, სად იმყოფებოდა ნარკობარონი მეტსახელად ელ ჩაპო.

გუსმანთან კითხვების დასასმელად ამერიკელი მსახიობი პირადად ჩავიდა მექსიკის ჯინგლებში. ინტერვიუს დაგეგმვაში, პენის თქმით, მექსიკელი კოლეგა კასტილო მას ინტერვიუს დაგეგმვაში დაეხმარა და გუსმანთან შეხვედრაში ისიც მონაწილეობდა.

ელ ჩაპო საკუთარი თავის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებას გეგმავდა, ამიტომაც ციხიდან გაქცევის შემდეგ მსახიობებსა და პროდიუსერებს დაუკავშირდა.

მექსიკის სპეცსამსახურებმა იგი 8 იანვარს დააკავეს. იგი იმავე ციხეში დააბრუნეს, საიდანაც გაიქცა, შემდეგ კი აშშ-ს გადასცემენ.

20160110_seanPenn_3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g