LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალებმა” ხომ დაიღუპეს თავი, “ოცნებაც” დაიღუპავს თავს”

201
უსუფა(1)

“ლელოს” ლიდერი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის საკითხზე ხელისუფლებას აკრიტიკებს. ის ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა ეს თემა საარჩევნო ტაქტიკად და პიარად „გადაახურდავა“.

„საზოგადოებამ არ დაუჯეროს გვარებს და სახელებს, საზოგადოებამ უნდა დაუჯეროს არგუმენტებს. თუ ვინმე მართლა და სერიოზულად ფიქრობს, რომ ტექსტში, სადაც წერია, რომ საქართველოს პარლამენტი გმობს უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობებს და ყველა იმ შესაძლო განზრახვას, რაც შეიძლება ვინმეს ჰქონდეს, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა შეილახოს, აი, ამ ყველაფერს დაწერს პარლამენტი და იქვე რუსეთის ფედერაციას თუ არ ჩაწერს, ამით თავს დაიცავს რაღაცისგან, მაშინ 8 მილიარდი ადამიანიდან ერთი ადამიანი მაჩვენეთ, ვინც ფიქრობს, რომ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ვინმე სხვა სახელმწიფოც ემუქრება.

მე ყველაზე მეტად მაწუხებს იმ ადამიანების გადაწყვეტილება, ვინც ეს ყველაფერი ჩემზე უკეთ იცის, უბრალოდ თვლის, რომ ახლა ასეა საჭირო, „ოცნების“ შიგნით. ბევრმა, ვინც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და თითი დააჭირა, იცის, რომ ეს არასწორი იყო. თვლიან, რომ ეს კია ცუდი, მაგრამ არა იმაზე ცუდი, ვიდრე შიდა განხეთქილება და ა.შ. „ნაციონალებმა“ ხომ დაიღუპეს თავი, „ოცნებაც“ დაიღუპავს თავს.”, – ამბობს უსუფაშვილი “პალიტრანიუსის” ეთერში. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები