LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობა” სამ ლოკაციაზე დაგეგმილ მსვლელობას აუქმებს და ხვალ აქციას რესპუბლიკის მოედანზე გამართავს

41
af870f57-f6e4-427f-a968-31c832da6d09-640

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხვალინდელი მსვლელობა-მანიფესტაცია სამ ლოკაციაზე უქმდება და აქცია 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

„ჩვენ ხვალისთვის დაგეგმილ სამ ლოკაციაზე მანიფესტაცია – მსვლელობას ვაუქმებთ და ხვალ ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა, რომ ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდნენ, გელოდებით 3 საათზე რესპუბლიკის მოედანზე“, – განაცხადა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები