LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 8 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე აქცია დაანონსა

171
Nika Melia, leader of Georgia's largest opposition party United National Movement (UNM), delivers a speech during a rally demanding the release of jailed Georgian former President Mikheil Saakashvili in Tbilisi, Georgia October 14, 2021. REUTERS/Irakli Gedenidze

„ნაციონალური მოძრაობა“ 8 ნოემბერს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე აქციას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

„თუ მიხეილ სააკაშვილს 24 საათში არ გადაიყვანენ კლინიკაში, აქ ვინც ვართ, 20-ჯერ და 30-ჯერ მეტი, მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე, რვა საათზე ორშაბათს შეიკრიბება.

დანარჩენი, რას ვაპირებთ, რა არის მოთხოვნა თავისუფლების მოედანზე 20:00 საათზე გაცნობებთ. დაიწყო დროის ათვლა ბიძინა ივანიშვილისთვის. ნურავინ გვასწავლის ჭკუას, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი. შეკრება დაშლა, შეკრება დაშლა… ყველანაირი მშვიდობიანი მტკიცე გზით ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, მოპარული არჩევნების უკან დაბრუნებას. ეს არის ისტორიული პროცესი და ვინც ამას ვერ ხვდება, მე ამ ადამიანების არ მშურს“,- განაცხადა მელიამ.

ცოტა ხნის წინ, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარავი მიიტანეს.

აქციის რამდენიმე მონაწილე კარვებში განთავსდა.

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანამდე აქციას არ შეწყვეტენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g