LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობა“„ოცნების“ თანამოაზრესავით იქცევა… ეს მიმძაფრებს ეჭვს, რომ საბოლოო ჯამში მათგან ფინანსდება: იაგო ხვიჩია

33
იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მიმდინარე პროცესები ეჭვს უჩენს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნებიდან“ ფინანსდება. აღნიშნულით ხვიჩია მმართველი პარტიის  განცხადებას გამოეხმაურა, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტიდან გასვლით სახელისუფლებო გუნდმა ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებში დააბრუნა.

„ამ ხალხს არც შერიგება უნდოდა და არც არაფერზე ხელის მოწერა, თავის დროზე ძალით მოაწერინეს და ახლა მოახერხეს და ყველაფრის და ყველას მომდურების ფასად აქედან გამოვიდნენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ იქცევა „ქართული ოცნების“ თანამოაზრესავით და მე ეს მიმძაფრებს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ საბოლოო ჯამში „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნებისგან“ ფინანსდება,“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g