LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზაა: იაგო ხვიჩია

104
იაგო ხვიჩია

“ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დატოვება ავტომატურად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას არ გამოიწვევს, მაგრამ თუკი პარტიის წარმომადგენლებს ამის სჯერათ, სწორი და მორალური იქნებოდა ეს აქამდეც გაეკეთებინათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “გირჩის“ დეპუტატმა“ იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე აზრით, პარლამენტიდან გასვლის საკითხმა, შესაძლოა “ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა გამოიწვიოს.

““ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზაა. თუ პარლამენტიდან ნაწილი გავა და ნაწილი დარჩება, ეს დაშლისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია.” – განაცხადა ხვიჩიამ.

“გირჩის” ლიდერის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, უნდა დაიშალოს, რადგან ის არის “ქართული ოცნების“ იარაღი ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

” ეს ადამიანები ამ როლისგან უნდა გათავისუფლდნენ, რაც “ქართული ოცნების“ დამარცხების სულ სხვა შესაძლებლობებს გააჩენს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა არ გამორიცხა, რომ პარტიამ პირველ ეტაპზე, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადოს, შემდეგ კი პარლამენტი საერთოდ დატოვოს. როგორც წიკლაურმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში, “თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხების ფონზე ახლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროა. წიკლაური დარწმუნებულია, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმართება დისკუსია “რას გვაძლევს პარლამენტში ყოფნა“.

magti 5g