LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პერსონალური შემადგენლობა ცნობილია

287
საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა

პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პერსონალური შემადგენლობა ცნობილია.

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ კომისიაში თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური და პაატა სალია წარადგინა.

„ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს მრავალი მიზეზის გამო და ნურავინ გვეტყვის, რომ ეს დემოკრატია არ არის“ – სოზარ სუბარი

როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, კომისიაში იქნებიან „ხალხის ძალის“ წევრები სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი, ხოლო „ევროპელი სოციალისტებიდან“ – ილია ინჯია.

საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ათი წევრით არის განსაზღვრული. კომისიაში ორი ადგილი ვაკანტურად რჩება და ის განკუთვნილია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისათვის.

ვლადიმერ ბოჟაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო კომისია მომავალ კვირას შეიქმნება… როცა რეჟიმს „ქართულ ოცნებას” ეძახიან, შევახსენებთ, მართლა სისხლიანი რეჟიმი რას ნიშნავს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g